ძრავა- ეს არის მანქანა, რომელიც რაიმე ენერგიას
გარდაქმნის მექანიკურ ენერგიად. გამოყენებული ენერგია შეიძლება იყოს სითბური, გრავიტაციული,
წყლის, ქარის და ა.შ.
ძრავა შედგება მრუდმხარა ბარბაცა მექანიზმისგან,
რომლის შედგენილობაში შედის შემდეგი დეტალები: დგუში, დგუშის თითი, ბარბაცა, ლვივი
და მქნევარა.
კონკრეტულად, დიზელის ძრავის სახელწოდება უკავშირდება
გერმანელი ინჟინერ-გამომგონებლის რუდოლფ დიზელის სახელს, რომელიც 1890-იან წლებში საექსპორტო
მოდელის აფეთქების დროს კინაღამ დაიღუპა.
დიზელის ძრავები უამრავი სახის სატრანსპორტო საშუალებებში,
გენერატორებში, სამრეწველო მანქანა-დანადგარებში გამოიყენება. დიზელის ძრავა შიდა წვის
ძრავის ფორმას წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ საწვავი შიგნით იწვება მექანიკური ენერგიის
გამოსამუშავებლად. ტიპიური ბენზინის ძრავის მსგავსად, ცილინდრში საწვავი ალდება შეკუმშვის
შედეგად მაღალ ტემპერატურაზე ჰაერში შეფრქვევის გამო. ძრავის მუშაობა დგუშების უკუქცევით-წინსვლითი
მოძრაობის შედეგად მიიღება. ასევე, შესაძლებელია მბრუნავი როტორის გამოყენებაც.
ბენზინისა და დიზელის ძრავებს შორის მთავარი განსხვავება
საწვავისა და ჰაერის აალების პროცესში მდგომარეობს. ბენზინის ძრავის შემთხვევაში აალება ნაპერწკლით ხდება. დიზელის ძრავაში
კი ჰაერი ცილინდრებში იმდენად იკუმშება, რომ ტემპერატურა 5000C-ს აღემატება. ამის შემდეგ საწვავის შეფრქვევა ხდება,
რაც აალებისთვის საკმარისია და ნაპერწკალი აღარ არის საჭირო.
კუმშვით აალება დიზელის ძრავებს ამარტივებს და ამასთანავე,
უსაფრთხოებას მატებს, რასაც ვერ ვიტყვით ბენზინის ძრავაზე. დიზელის ძრავის უპირატესობას
წარმოადგენს კიდევ ის ფაქტი, რომ დიზელის ზეთს ნაკლები რაფინირება ესაჭიროება და ბენზინთან
შედარებით გაცილებით იაფია. თავად საწვავიც უსაფრთხოა და ცეცხლთან მიტანისას დიზელის
ზეთი არ ალდება.
დიზელის ძრავას უფრო მძიმე კონსტრუქცია ესაჭიროება,
ვიდრე ბენზინის ძრავას, რადგანაც ცილინდრებმა საკმაოდ მაღალ წნევას უნდა გაუძლონ. მაღალი წნევის მოქმედება კი ძრავის
ექექტურობას ერთი ორად ზრდის.
მარიამ გაბუნია
No comments:
Post a Comment