
სითბური ძრავის მუშაობის თავისებურება იმაში მდგომარეობს,
რომ მუშა სხეულის მიერ სახურებლიდან მიღებული ენერგიის ნაწილი აუცილებლად გადაეცემა
მაცივარს. ე.ი. მექანიკურ ენერგიად გარდაიქმნება სითბური ენერგიის მხოლოდ ნაწილი, დანარჩენი
კი გაიბნევა გარემომცველ სიცრცეში.
სითბური ძრავის მიერ შესრულებული A
მუშაობის შეფარდებას ამ მუშაობის შესასრულებლად მიღებულ Q სითბოს რაოდენობასთან სითბური ძრავის მარგი ქმედების
კოფიციენტი (მკქ) ეწოდება.
თუ მუშა სხეულმა სახურებლიდან Q სითბოს რაოდენობა
მიიღო, ხოლო მაცივარს Q1 სითბოს
რაოდენობა გადაეცა, მაშინ ძრავაში მექანიკურ მუშაობად გარდაქმნილი სითბოს რაოდენობა
ტოლი იქნება A=Q-Q1.
ვინაიდან სითბური ძრავა მექანიკურ ენერგიად სითბური
ენერგიის ნაწილს გარდაქმნის, ამიტომ Q>A ან Q>Q-Q1 და
მქკ<1.
მაშასადამე, იმისათვის,
რომ სითბურმა ძრავამ იმუშაოს, აუცილებლად უნდა გვქონდეს სახურებელი (რომელიც გადასცემს
სითბოს მუშა სხეულს), მუშა სხეული და მაცივარი (რომელსაც გადასცემს სითბოს მუშა სხეული).
ფრანგმა მეცნიერმა სადი კარნომ კარნომ გამოთვალა,
რა შემთხვევაში ექნება სითბურ ძრავას მაქსიმალური მქკ. ამისათვის მან თეორიულად შეისწავლა
იდეალური სითბური მანქანა,რომელის მუშა სხეულად იდეალურ აირს გულისხმობდა. გამოთვლებმა
აჩვენეს, რომ სითბური ძრავის მქკ არ შეიძლება აღემატებოდეს გარკვეულ მაქსიმალურ
სიდიდეს: ηმაქს=
, სადაც T არის
აბსოლუტური ტემპერატურა, ხოლო T1-მაცივრისა. რაც უფრო დიდია გამათბობლის
ტემპერატურა და მცირეა მაცივრის ტემპერატურა, ე.ი. რაც უფრო დიდია ამ ტემპერატურათა
სხვაობა, მით უფრო მეტი სითბოს რაოდენობა გარდაიქმნება მუშაობად. მაშასადამე, მით მეტი
იქნება სითბური ძრავის მქკ. მაშასადამე სითბური ძრავის მქკ-ს გასაზრდელად საჭიროა გავზარდოთ
სახურებლის ტემპერატურა და შევამციროთ მაცივრის ტემპერატურა. სითბური ძრავის მქკ ერთის
ტოლი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაცივრის T1 ტემპერატურა
ტოლი იქნება აბსოლუტური ნულისა. მართლაც, თუ T1=00K, მაშინ ηმაქს=
ფორმულიდან მივიღებთ η=1. მაგრამ პრაქტიკულად T1>00K,
ამიტომ η<1.
აკაკი მაღრაძე
No comments:
Post a Comment