Thursday, January 10, 2013

სითბური ძრავები და გარემოს დაცვა


სითბური ძრავები და გარემო    ავტომობილი კაცობრიობის საუკეთესო მონაპოვარია. მის შექმნაში გამოყენებულია: მათემატიკის ურთულესი გამოთვლები, ფიზიკისა და ქიმიის მიღწევები, მეტალურგთა მიერ შექმნილი ლითონები და სხვა. ავტომობილში გამოყენებულია სითბური ძრავის ერთ-ერთი ტიპი _ შიგაწვის ძრავა.   სითბური ძრავა ეწოდება მანქანას, რომელშიც, საწვავის შინაგანი ენერგია მექანიკურ ენერგიად გარდაიქმნება. ავტომობილის შიგაწვის ძრავებში საწვავად, ძირითადად გამოყენებულია ბენზინი. პირველად შიგაწვის ძრავის შექმნის მცდელობა იყო 1670 წელს, ჰოლანდიელი მეცნიერი ვან გიუმენგი და ფრანგი დენი ჰაპენი შეეცადნენ შეექმნათ ერთცილინდრიანი ძრავა, რომელიც დენთის საშუალებით იმუშავებდა. სწორედ დენთის გამოყენებამ არ გაამართლა. პირველი შიგაწვის ძრავა 1860 წელს შექმნა ფრანგმა ინჟინერმა  ე. ლენუარმა, ხოლო 1876 წელს გერმანელმა ინჟინერმა რ. დიზელმა  სრულყოფილი სახე მისცა, რის გამოც დიზელის ძრავა ეწოდა. ძრავა შედგება ცილინდრისაგან, რომლის ზედა ნაწილში საწვავი იწვის. ცილინდრში მოძრაობს დგუში, რომელიც ბარბაცას  და მრუდმხარას მეშვეობით შეურთდება მუხლა ლილვს ეს უკანასკნელი დაკავშირებულია რამდენიმე ცილინდრთან ოთხ ან ექვსცილინდრიან ძრავაში. დგუშის ზევით და ქვევით მოძრაობისას ბარბაცა აიძულებს ლილვს იბრუნოს. ლილვზე დამაგრებულია მქნევარა, რომლის დანიშნულებაა ლილვის ბრუნვის არათანაბრობის შემცირება.
   ცილინდირს ზედა ნაწილში არის სარქველები, რომლებიც მუშაობის დროს ავტომატირად იღება და იხურება. სარქველიდან ცილინდრში შედის საწვავი ნარევი, რომელიც აალდება სანთლის მეშვეობით, მეორე სარქველით გამოდის ნამუშევარი აირი.  ძრავაში ერთი მუშა ციკლი სრულდება ოთხი სვლისა ანუ ოთხი ტაქტის შესრულებით ამიტომ ასეთ ძრავას, ოთხტაქტიანი ეწოდება. სითბური ძრავის ეფექტურობის შესახებ მსჯელობენ იმის მიხედვით, თუ საწვავის დაწვისას გამოყოფილი სითბოს რაოდენობის რა ნაწილი გარდაიქმნება მექანიკურ ენერგიად - სითბური ძრავას  მარგი ქმედების კოეფიციენტით,  რომელიც განისაზღვრება ძრავას მიერ სასარგებლო მუშაობის შესასრულებლად დახარჯული ენერგიის შეფარდებით საწვავის წვისას გამოყოფილი მთელ ენერგიასთან.
    სითბური ძრავების ფართოდ გამოყენება უარყოფითად მოქმედებს გარემოზე. ატმოსფეროში გამოტყორცნილი დიდი სითბური ენერგია დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის გაზრდას იწვევს, რაც მყინვარების დნობასა და მსოფლიოს ოკეანეთა დონის აწევას გამოიწვევს. თბოელექტროსადგურთა საცეცხლეები, ატომური ელექტრო სადგურები ავტომობილთა შიგაწვის ძრავები და სხვა განუწყვეტლივ გამოსტყორცნიან ატმოსფეროში მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანებისთვის მავნე ნივთიერებებს. ატმოსფეროს დაბინძურების თავიდან აცილების ეფექტური საშუალება შიგაწვის ძრავების ელექტროძრავებით შეცვლაა. აგრეთვე თბოელექტროსადგურების ნაცვლად, ალტერნატიული  ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების გამოყენება კერძოდ ქარის ენერგია, წყლის ენერგია, მზის ენერგია, ასევე ბიოგაზის გამოყენება.
                                                  



                                                                               
                                                                                                                                         ლევან ჯობაძე

No comments:

Post a Comment