თითქმის ნახევარი საუკუნის
განმავლობაში, აეროპლანების მექანიზმს პროპელერები წარმოადგენდა. 1940-იან წლებში ცაზე,
პირველი წარმატებული რეაქტიული საჰაერო ხომალდი გამოჩნდა. მათი დიზაინი და გაზრდილი
სიჩქარე ავიაციაში რევოლუციის დასაბამად იქცა.
პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ექსპლუატაციაში
1944 წელს გაუშვეს იყო გერმანული “Me 262 “ რვა წლის შემდეგ, 1952 წილის 2 მაისს
“De Havilland Commet” გახდა პირველი რეაქტიული ავიალაინერი, რომელიც კომერციული მომსახურების
სფეროში დაინიშნა.
რეაქტიული ძრავის მოძრაობისათვის საჭირო წევის
ძალის წარმოსაქმნელად აუცილებელია პირველადი ენერგიის მუშა სხეულის რეაქტიული ჭავლის
კინეტიკურ ენერგიად გარდაქმნა. ძრავის საქშენიდან მუშა სხეულის გამოდინების შედეგად,
ჭავლის რეაქციის სახით რეაქტიული ძალა იქმნება. რეაქტიული ძრავის პრინციპი პირველად
ინგლისელმა მეცნიერმა ისააკ ნიუტონმა თავის მესამე კანონში წარმოადგინა: “არსებობს
ქმედება და შესაბამისი კონონზომიერი უკუქმედება”.
მაგალითად, რაკეტას ჟანგბადის მარაგის საკუთარი
წყარო გააჩნია, რომელიც საწვავის წვისთვისაა აუცილებელი. რეაქტიული ძრავა კი საჭირო
საჭირო ჟანგბადს პირდაპირ ატმოსფეროდან იღებს. რეაქტიული ძრავების უმარტივეს ტიპს წარმოადგენს
პირდაპირი რეაქციის ძრავა, რომლის მოძრაობასაც საქშენიდან გამოსული რეაქტიული ჭავლი
უზრუნველყოფს.
რეაქტიულ ძრავაში შეიძლება გარდაიქმნას ენერგიის
სხვადასხვა სახეობა. პირველად ენერგიად უფრო ხშირად ქიმიური ენერგია გამოიყენება. ამ
შემთხვევაში მუშა სხეულს გავარვარებული აირები- ქიმიური სსთბობის წვის პროდუქტები წარმოადგენს.
რეაქტიული ძრავის მუშაობის დროს დამწვარ ნივთიერებათა ქიმიური ენერგია წვის პროდუქტების
სითბურ ენერგიად გარდაიქმნება, ხოლო ცხელი აირების სითბური ენერგია რეაქტიული ჭავლის
წინსვლითი მოძრაობის მექანიუკურ ენერგიად.
პირდაპირი რეაქციის ძრავის უპირატესობას წარმოადგენს
ის ფაქტი, რომ იგი მოძრავი ნაწილებისაგან არ შედგება, თუმცა მუშაობს მხოლოდ მაშინ,
როდესაც საჰაერო ხომალდი იმდენად დიდი სისწრაფით მოძრაობს, რომ ჰაერის საჭირო კომპრესიას
აწარმოებს. ასეთი სახის რეაქტიული ძრავები 2400- 4000 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.
ტურბორეაქტიულ ძრავაში წევას ქმნის რეაქტიული საქშენიდან
გამოდენილი აირების ჭავლი. ტურბორეაქტიულ ძრავაში შესული ატმოსფერული ჰაერი ჯერ ჰაერსაღებში
იკუმშება, შემდეგ კი-ტურბოკომპრესორში. შეკუმშული ჰაერი გადაეცემა წვის კამერას, რომელშიც
შეშხაპუნდება თხევადი ქიმიური საწვავი.
ტურბორეაქტიული ძრავის წევის გაზრდა შეიძლება საწვავის
დამატებითი დაწვით საფორსაჟო კამერაში. საფორსაჟო კამერები, ძირითადად, სამხედრო- საჰაერო
ხომალდებზე გამოიყენება, რაც მათ სიმძლავრესა და სიჩქარეს მატებს.
მარიამ ორჯონიკიძე
No comments:
Post a Comment